„შალკეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„შალკეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„შალკეს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ინფიცირებული ფეხბურთელის ვინაობას გერმანულ კლუბში არ ასახელებენ.

„შალკეს“ შემადგენლობამ, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე მწვრთნელებმა და კლუბში დასაქმებულმა ყველა ადამიანმა ტესტირება გუშინ გაიარეს და კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„შალკეს“ ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.