„შალკეს“ 18 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ ყურადღება მიიპყრო
„შალკეს“ 18 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ ყურადღება მიიპყრო

„შალკეს“ 18 წლის მცველით, ფინელი მალიკ ტიავით „ლივერპული“ დაინტერესდა, – იუწყება TalkSPORT.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები ახალგაზრდა ფეხბურთელში გერმანელებს 7 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში „შალკეს“ ახალგაზრდულ გუნდში მალიკ ტიავმა 23 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.