„შალკემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„შალკემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„შალკემ“ მთავარი მწვრთნელის დავიდ ვაგნერის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ დავიდ ვაგნერთან ერთად წარმატებას მივაღწევდით. სამწუხაროდ, ახალი სეზონის პირველმა ორმა ტურმა საჭირო შედეგები არ მოიტანა“, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა იოჰან შნაიდერმა.

ვაგნერი გელზენკირხენულ კლუბს 2019 წლის 9 მაისიდან ედგა სათავეში. მისი განთავისუფლება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო – „შალკეს“ ბოლო გამარჯვება 2020 წლის 17 იანვრით თარიღდება. მას შემდეგ, გუნდმა ექვსი ფრე ითამაშა და 12 წააგო.