„შალკემ“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა
„შალკემ“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა

გელზენკირხენის „შალკეს“ პრესსამსახურმა გამოაცხადა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა.

ის გახდა 41 წლის სპეციალისტი მანუელ ბაუმი. შეთანხმება მხარეებს შორის 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

აღნიშნავენ, რომ ბაუმის სამწვრთნელო შტაბში მოხვდება „შალკეს“ ყოფილი მცველი ნალდო.

მანუელ ბაუმი 2016-19 წლებში „აუგსბურგს“ წვრთნიდა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „შალკემ“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა დავიდ ვაგნერი. გუნდს 18-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.