„შალკე“ თავის ისტორიაში პირველ უცხოელ მეკარეს შეიძენს
„შალკე“ თავის ისტორიაში პირველ უცხოელ მეკარეს შეიძენს

„ევერტონისა“ და ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე დენ როუზმა გერმანულ „შალკეში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამ ინფორმაციას ბრიტანული „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 16 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა „ევერტონთან“ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე და გერმანულ კლუბთან ხუთწლიან შეთანხმებას მოაწერს ხელს. საინტერესოა, რომ როუზი „შალკეს“ ისტორიაში პირველი უცხოელი მეკარე გახდება.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში გელზენკირხენის გუნდს 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.