„შალკე“ მთავარ მწვრთნელად რაულს ეპატიჟება #1TVSPORT

14:07, 20.04.2025

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს. „შალკე“ და 47 წლის მწვრთნელი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალ სეზონში მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე. ეს ინფორმაცია გაზეთმა Bild-მა გაავრცელა.

ამ მომენტისთვის რაული სათავეში უდგას მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდს – „კასტილიას“. ამ კლუბში ის 2019 წლიდან მუშაობს.

„შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა. რაულმა ფეხბურთელის რანგში ამ კლუბში ორი სეზონი გაატარა და 2011 წელს გერმანიის თასი მოიგო.

მსგავსი