შაკილ ო’ნილმა უპასუხა შეკითხვას - რა მოხდებოდა, თუ მისი საუკეთესო ვერსია დღევანდელ იოკიჩს შეხვდებოდა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ო’ნილმა უპასუხა შეკითხვას: რა მოხდებოდა, თუ მისი საუკეთესო ვერსია საკალათბურთო მოედანზე „დენვერის“ 30 წლის ლიდერს, ნიკოლა იოკიჩს დაუპირისპირდებოდა?
„იოკიჩს სლავურ წიწილად ვაქცევდი. 40 ქულას დავაგროვებდი, და მათ ჩემ წინააღმდეგ ორი კალათბურთელით თამაში მოუწევდათ. ნიკოლა, სავარაუდოდ, სროლებზე გადაერთვებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დაიღლებოდა და გარკვეული დროით თამაშიდან გავიდოდა.
მე გაცილებით მეტ ორქულიანს ჩავაგდებდი, ვიდრე ის სამქულიანს. ვაიძულებდი მის ძმებს, ეჩხუბათ ჩემთან, რადგან პირველივე გათამაშებისას ნიკოლა ჩემგან იდაყვს მიიღებდა“, – მოჰყავს ო’ნილის სიტყვები პორტალ Fadeaway World-ს.