შაკილ ო’ნილმა სიაკამის სახელი არ იცოდა [ვიდეო]

13:15, 19.02.2021

პასკალ სიაკამი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე მეხუთე სეზონს ატარებს. ლიგაში ყოფნის მცირე პერიოდში, „ტორონტოს“ ცენტრმა „რეპტორსთან“ ერთად უკვე მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოგება.

მიმდინარე სეზონზე პასკალი მატჩში საშუალოდ 20.6 ქულას, 7.8 მოხსნას, 4.5 გადაცემასა და 1.2 ჩაჭრას აგროვებს. NBA-ის სპეციალურ გადაცემაში, რომლის ერთ-ერთი წამყვანი შაკილ ო’ნილია, დღეს სახალისო ფაქტი მოხდა – როგორც ეთერიდან მაყურებელმა შეიტყო, ო’ნილმა სიაკამის სახელი არ იცოდა.

„მე მას პასკალს არ ვეძახი. მე მას სიაკამს ვეძახი“, – აღნიშნა შაკმა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სიაკამის სახელი არ იცოდა.

https://twitter.com/NBAonTNT/status/1362584889611014145?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1362584889611014145%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Fshaq-did-not-know-pascal-siakam-first-name-video%2F&fbclid=IwAR1yGt1rQMdgp9D_UqEZfdKPxfVqhIFm9qBJuJRFXV8Wc6ZVROOiNQmIxoQ

მსგავსი