შაკილ ონილი ტრაგიკულად დაღუპული 7 წლის გოგონას დასაფლავების ხარჯებს გადაიხდის
შაკილ ონილი ტრაგიკულად დაღუპული 7 წლის გოგონას დასაფლავების ხარჯებს გადაიხდის

ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა.

7 წლის გოგონა ჯაზმინ ბარნსი ჰიუსტონში ორმხრივი სროლის შედეგად შემთხვევით მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა. დაღუპულის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა ნბა-ს ლეგენდარულმა ვეტერანმა შაკილ ონილმა გამოთქვა და გოგონას დასაფლავების ხარჯები საკუთარ თავზე აიღო.

ონილი არ არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც მხარდაჭერა აღუთქვა ბარნსების ოჯახს. ამერიკული ფეხბურთის გუნდ „ჰიუსტონ ტექსანის“ ვარსკვლავმა დეანდრე ჰოპკინსმა ოჯახს 30 ათასი ამერიკული დოლარი გადასცა.