შაკილ ო’ნილი - სტეფ კარი უფრო გავლენიანია, ვიდრე - ლებრონ ლებრონი #1TVSPORT
კალათბურთის დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა შაკილ ო’ნილმა გამოაცხადა, რომ „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფენ კარი უფრო გავლენიანი მოთამაშეა კალათბურთში, ვიდრე „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.
„ლებრონი ყოველთვის მწვერვალზე იყო. მაგრამ, როცა კობის ვარსკვლავმა ჩაქრობა დაიწყო, ჯეიმსმა სრულფასოვნად დაიკავა მისი ადგილი. შემდეგ კი გამოჩნდა სტეფ კარი.
სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ კარი უფრო გავლენიანი მოთამაშეა, ვიდრე ლებრონი. უბრალოდ შეხედეთ დღევანდელ კალათბურთს, ყველა „გოლდენ სტეიტის“ სტილში თამაშობს“, – მოჰყავს ო’ნილის სიტყვები პორტალ Fadeaway World-ს.