შაკილ ო'ნილი  - კალათბურთის თამაშში შერეული საბრძოლო სახეობები დამეხმარა
შაკილ ო'ნილი - კალათბურთის თამაშში შერეული საბრძოლო სახეობები დამეხმარა

შაკილ ო’ნილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა დროის ერთ-ერთი დომინანტი და წარმატებული კალათბურთელია. 19 წლიანი კარიერის მანძილზე მან ოთხჯერ იზეიმა ჩემპიონობა და 2016 წელს დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. „მორნინგ რეფორთთან“ საუბრისას შაკმა განაცხადა, რომ კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშში და ჩემპიონობის მოპოვებაში მას შერეული საბრძოლო სახეობები დაეხმარა.

„ჩემი ჩემპიონობის მიზეზი შერეული საბრძოლო სახეობებია (MMA). საწყის ეტაპზე, მხოლოდ კალათბურთელივით ვვარჯიშობდი და ვგრძნობდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, რადგან თამაშის ჩემი სტილი უფრო ჭიდაობას ჰგავდა. როდესაც შერეულ საბრძოლო სახეობებში ჯონ ბურკესთან ვივარჯიშე, რომელიც ორლანდოში ჩემი მეგობარია, კალათბურთს საუკეთესო ფორმაში დავუბრუნდი. ეს 2000 წელს მოხდა. ჩვენ ვდომინირებდით და მოვიგეთ. იგივე გავაკეთე მეორე, მესამე და მეოთხე ჩემპიონობის მოპოვების წინ.“

ო’ნილი აცხადებს, რომ ის შერეულის საბრძოლო სახეობების მხოლოდ გულშემატკივარი არაა და თავის დროზე პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობასაც აპირებდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიფიქრა.