შაკილ ონილი - ჩემს ზედმეტსახელს „სუპერმენი“ იანის ანტეტოკუმპოს ვაძლევ
ცნობილმა კალათბურთელმა, დიდების დარბაზის წევრმა შაკილ ონილმა, მილოუკის ფორვარდზე იანის ანტეტოკუნმპოზე, თავისი აღტაცება გამოთქვა.
„ის ფარქვეშ დომინირებს, არანაირი სროლები ნახტომში. მე არ მომწონს,როდესაც მაღლები ისვრიან ნახტომში ან სამქულიანებს. მეც არასდროს არ ვისროდი სამქულიანებს. აქამდე არასდროს არ გადამიცია ჩემი ზედმეტსახელი ვინმესთვის, მაგრამ ეხლა ჩემს სახელს ბერძენს გადავცემ და ამიერიდან ის ახალი „სუპერმენია“,-განაცხადა ონილმა ESPN-ის ეთერში.
მილოუკის 23 წლის ვარსკვლავს ამ სეზონში 20 მატჩში საშუალო მაჩვენებელი – 27 ქულა,13 მოხსნა და 6 გადაცემა აქვს.