შაკილ ონილი - „ჩემი ლეიკერსი დღევანდელ გოლდენ სტეიტს დაამარცხებდა“
შაკილ ონილი - „ჩემი ლეიკერსი დღევანდელ გოლდენ სტეიტს დაამარცხებდა“

ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, შაკილ ონილი ფიქრობს, რომ მისი დროის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დღევანდელი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტის“ დამარცხებას შეძლებდა.

„მე ვთვლი, რომ იოლად მოვიგებდით. ზოგს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით 2001 წელს, როდესაც 15-1 ვიასპარეზეთ პლეი ოფში“ – განაცხადა შაკმა USA Today-სთან საუბრისას.

2000-2001 წლების სეზონის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პლეი ოფში „პორტლენდი“, „საკრამენტო“ და „სან ანტინიო“ მშრალი ანგრიშით დაამარცხა. ფინალში კი „ფილადელფიასთან“ მხოლოდ სერიის პირველი შეხვედრა დათმო. შაკილ ონილი კი ფინალური სერიის MVP გახდა. სუპერფინალში ის საშუალოდ 33 ქულას, 15.8 მოხსნას და 4.8 პასს აგროვებდა .