შაკილ ო’ნილი ბილ რასელის 11 საჩემპიონო ბეჭდის შეძენას აპირებს #1TVSPORT
შაკილ ო’ნილი ბილ რასელის 11 საჩემპიონო ბეჭდის შეძენას აპირებს #1TVSPORT

ბილ რასელი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ სპორტის სამყაროში. ის ლეგენდაა, რომელმაც კარიერის განმავლობაში NBA-ის 11 ტიტული მოიგო, ხუთჯერ გახდა ლიგის უძვირფასესი მოთამაშე და ოთხჯერ იყო ლიდერი მოხსნების რაოდენობით.

კარიერის განმავლობაში რასელმა ბევრი ღირსშესანიშნავი ნივთი შეაგროვა და, ახლა, თავისი კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვას აპირებს 10 დეკემბერს, ბოსტონის „ტი დი გარდენში“ გასამართ აუქციონზე.

რასელი ასევე აუქციონზე გამოიტანს თავის საჩემპიონო ბეჭდებს. და მას უკვე გამოუჩნდა პოტენციური მყიდველი. ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა პროგრამა Inside the NBA-ში განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებულ თანხას ვერავინ გადაფარავს, როცა საქმე ბეჭდების გაყიდვამდე მივა.

„გქონდეს შესძლებლობა, ფლობდე თერთმეტივე ბეჭედს… ვერავინ გადაფარავს ჩემს შეთავაზებულ თანხას“, – განაცხადა შაკმა.