შაკილ ონილი - ასეთი ტკივილი ჯერ არასდროს განმიცდია (ვიდეო)

ცნობილი კალათბურთელი და კობი ბრაიანტის თანაგუნდელი შაკილ ონილი უახლოესი მეგობრის გარდაცვალებას გამოეხმაურა. შაკმა ბრაიანტზე ბევრი ისაუბრა. მანამდე კი გაიხსენა ის მომენტი, როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ შეიტყო. ონილის თქმით, მას იმდენად უჭირდა ამბის დაჯერება, რომ ძმისშვილს უყვირა.

„ამის დაჯერება არ მინდოდა, ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ინტერნეტის და კომპიუტერის მეშვეობით ყველაფრის გაყალბება არის შესაძლებელი. როდესაც ჩემმა ტელეფონმა გაუთავებლად რეკვა დაიწყო მაშინ მივხდი, რომ ეს სიმართლე იყო. ასეთი ტკივილი არასოდეს განმიცდია. ორი ბებია გარდამეცვალა, შემდეგ დაც, ახლა კი პატარა ძმა დავკარგე.” – განაცხადა შაკმა NBA TV-ზე კობიზე საუბრის დროს.