„შახტიორი“ ლობჯანიძით დაინტერესდა
„შახტიორი“ ლობჯანიძით დაინტერესდა

ყარაღანდის „შახტიორს“ „კაისარის“ ლიდერების გადაბირება სურს, მათ შორის არსებითი ინტერესი საქართველოს ნაკრების მოთამაშის, გუჯა ლობჯანიძის მიმართ აქვს, – ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „ვესტი“ ავრცელებს.

ლობჯანიძეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ახალი სეზონიდან რომელ კლუბში ითამაშებს. თუმცა, გასული სეზონის ბოლოს თქვა, რომ შემოთავაზებები ჰქონდა, როგორც ყაზახეთიდან, ასევე უცხოური გუნდებიდან. „კაისარმა“ შეიცვალა მწვრთნელი და მრავალ მნიშვნელოვან მოთამაშეს შეელია. ახლა „კაისარის“ ყოფილი ლიდერის მიმართ დიდ ინტერესს ყარაღანდის „შახტიორი“ იჩენს“, – ამტკიცებს „ვესტი“.

საქართველოს ნაკრების მოთამაშით დაინტერესებული „შახტიორი“ გასულ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში ითამაშებს. იანვარში კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი, ყაზახი სპეციალსტი ალი ალიევი დანიშნა.

28 წლის ქართველი ფეხბურთელი „კაისარში“ გასული სეზონიდან თამაშობდა, 13 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ლიგის მეგოლეებში მესამე ადგილი დაიკავა.