„შახტარს“ და ფეხბურთს ზურგს ვერ ვაქცევდი - დონეცკელთა იტალიელი მწვრთნელი უკრაინის დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT
„შახტარს“ და ფეხბურთს ზურგს ვერ ვაქცევდი - დონეცკელთა იტალიელი მწვრთნელი უკრაინის დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს მიბაძა და გადაწვიტა, უკრაინა რუსეთის აგრესიის მიუხედავად არ დატოვოს.

რუსეთის პირველი, 2014 წლის აგრესიის შემდეგ დონეცკის „შახტარი“ იძულებული გახდა, ოკუპაციის გამო მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა და მას შემდეგ ჯერ ლვოვში, შემდეგ კი კიევში დაბანაკდა. უკრაინის დედაქალაქი კი ახლა აგრესორების დაბომბვის ობიექტია.

„დიდი ხანია ველოდი უკრაინის ჩემპიონატის შეჩერებას. ღამით აფეთქებებმა გაგვაღვიძა. ქვეყნის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე დაკეტა. იტალიის საელჩო გვაფრთხილებდა, რომ წავსულიყავით, მაგრამ „შახტარს“ და ფეხბურთს ზურგს ვერ ვაქცევდი“, – ციტირებს დე ძერბის სიტყვებს Eurosport-ი.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყები გამო ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ყველა სპორტული ღონისძიება 30 დღით შეჩერებულია. ამის მიუხედავად, ქვეყნის დატოვებას არც კიევის „დინამოს“ რუმინელი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ აპირებს.