„შახტარის“ ნაცვლად „ლევადია“ - თბილისის „დინამოს“ გეგმები შეიცვალა #1TVSPORT
„შახტარის“ ნაცვლად „ლევადია“ - თბილისის „დინამოს“ გეგმები შეიცვალა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისის“ გეგმები შეიცვალა – ცნობილი გახდა, რომ დონეცკის „შახტართან“ 8 თებერვალს დაგეგმილი ტესტმატჩი აღარ გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონი მოახლოებული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრებაზე თბილისელებს მეშვიდე ამხანაგური მატჩი დონეცკის „შახტართან“ უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, უკრაინელთა თხოვნით, ეს შეხვედრა აღარ გაიმართება. „დინამო“ 8 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე ტალინის „ლევადიას“ შეხვდება.

„შახტარი“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, შეკრებას 8 თებერვალს დაასრულებს და „დინამოს“ ნაცვლად ამხანაგურ თამაშს გიორგი გულიაშვილის „სარაევოს“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა ფეხბურთელები სამ ჯგუფად გაყო და მათ შორის მინიტურნირი ჩაატარა.

ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს „შახტარი“ ევროპალიგაზე, ფრანგულ „რენთან“ ჩაატარებს. შეხვედრა 16 თებერვალს ვარშავაში, „ლეგიას“ სტადიონზე გაიმართება.