„შახტარის“ მწვრთნელი - გოჩოლეიშვილს დავაკვირდით და მივხვდით, რომ სასარგებლო იქნებოდა #1TVSPORT
„შახტარის“ მწვრთნელი - გოჩოლეიშვილს დავაკვირდით და მივხვდით, რომ სასარგებლო იქნებოდა #1TVSPORT

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა გუნდის ახალწვეულის, „საბურთალოს“ მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„დრო ყველაფერს გვიჩვენებს. მაგრამ როცა მის სტატისტიკას გადავხედეთ, მივხვდით, რომ ის შეიძლება გამოგვადგეს. გოჩოლეიშვილი სწრაფი, გამძლე და აგრესიულია, შეტევის დაგვირგვინებისას მობილიზებულია, შეუძლია გატანა და ორივე ფეხით დარტყმა.

უკეთეს ლიგაში გადასვლის შემდეგ (საქართველოს ჩემპიონატიდან უკრაინის პრემიერლიგაში), მას შეუძლია გაიზარდოს. ვნახოთ, როგორ გაუძლებს მეტოქეებთან კონკურენციას. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება.

სანამ უკრაინის საფეხბურთო მოედანზე არ ვიხილავთ, მას გაძლიერებად ვერ მივიჩნევთ. ჯერჯერობით ის მხოლოდ გუნდის ახალწვეულია“, – განაცხადა იოვიჩევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტართან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის ქართველი დონეცკურ გუნდს 2023 წლის იანვარში შეუერთდება.