„შახტარის“ 21 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსის“, „ჩელსის“, „არსენალისა“ და „ბენფიკას“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
„შახტარის“ 21 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსის“, „ჩელსის“, „არსენალისა“ და „ბენფიკას“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„შახტარის“ 21 წლის ნახევარმცველის, გეორგ სუდაკოვის შეძენა ერთდროულად რამდენიმე ევროპული ტოპკლუბის მენეჯერს სურს, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „იუვენტუსის“, „ჩელსის“, „არსენალისა“ და „ბენფიკას“ სკაუტები გეორგ სუდაკოვს აქტიურად აკვირდებიან და ახალგაზრდა უკრაინელი ფეხბურთელისთვის სატრანსფერო ბრძოლა მალე გაჩაღდება.

გეორგ სუდაკოვმა მიმდინარე სეზონში „შახტარის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) ათი მატჩი გამართა და სამი გოლის ავტორი გახდა. Transfermarkt-ი უკრაინელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.