„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს #1TVSPORT
„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს #1TVSPORT

უკრაინის ჩემპიონმა, დონეცკის „შახტარმა“ 2023-2024 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების გერმანიაში ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, „შახტარი“ მეტოქეებს ქალაქ ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონზე“ მიიღებს. ეს არენა ადგილობრივ „ჰამბურგს“ ეკუთვნის, რომელიც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ბოლოს ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მატჩი 2006 წელს გაიმართა.

გასულ სეზონში „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ატარებდა.