„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებს ვარშავაში ჩაატარებს #1TVSPORT
„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებს ვარშავაში ჩაატარებს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარების ადგილი.

როგორც უკრაინული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, „შახტარი“ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში „ლეგიას“ საშინაო არენაზე „ვოისკა პოლსკას“ სტადიონზე მიიღებს. დონეცკელებმა არენის იჯარაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ბილეთების გაყიდვით დაკავებული იქნება „შახტარი“. აქედან შემოსული თანხის ხუთ პროცენტი მიმართული იქნება Legia Foundation-ში, რომელიც რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომისგან დაზარალებულებს სტრუქტურულ დახმარებას უწევს.

„ლეგიას“ სტადიონი 30 ათას მაყურებელს იტევს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 25 აგვისტოს გაიმართება.