„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეებს „სტემფორდ ბრიჯზე“ მიიღებს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის საშინაო მატჩებს ლონდონში, „ჩელსის“ კუთვნილ სტადიონზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩაატარებს.
„ჩელსიმ“ ვერ შეძლო 2026-27 წლების სეზონისთვის ევროთასებზე მოხვედრა და ევროტურნირების მატჩების დღეებში უკრაინულ კლუბს საკუთარ არენას დაუთმობს.
ბრიტანული პრესა აღნიშნავს, რომ „შახტარს“ დასჭირდება მარეგულირებელი ორგანოებისგან „სტემფორდ ბრიჯზე“ მატჩების ჩატარების ნებართვა.