შაჩირიმ სერბებთან კოსოვოს დროშის გამოსახულებიანი ბუცებით ითამაშა

00:27, 23.06.2018

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დღის ბოლო შეხვედრაში შვეიცარიამ სერბეთი 90-ე წუთზე შერდან შაჩირის გადამწყვეტი გოლით 2:1 დაამარცხა.

ტელეკომპანია BBC-მ „ტვიტერის“ გვერდზე საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა – მათ ყურადღება მიაქციეს  დეტალს, რომ შაჩირიმ სერბების წინააღმდეგ ითამაშა ბუცებით, სადაც ორი ქვეყნის დროშა იყო გამოსახული – შვეიცარიისა და კოსოვოს.

საქმე ისაა, რომ შერდან შაჩირი დაბადებულია კოსოვოში, ქალაქ გნილანეში და ეთნიკური ალბანელების ოჯახიდანაა. შვეიცარიაში, ბაზელში კი ბავშვობის ასაკში გადავიდა. მისი განსაკუთრებული მონდომება სერბეთთან შეხვედრაში ამითაც იყო გამოწვეული.

შესაძლოა, ამით შაჩირიმ ფიფა-ს სასჯელი დაიმსახუროს, რადგან ორგანიზაციის წესების თანახმად, მსოფლიო თასის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე პოლიტიკასთან დაკავშირებული განცხადებები თუ მინიშნებებიც აკრძალულია.

https://twitter.com/5liveSport/status/1010217532253450240

 

მსგავსი