სფფ-ში ახალი ტურნირის წილისყრა გაიმართა - ფუტსალში ზამთრის თასი ქალთა შორისაც გათამაშდება #1TVSPORT
სფფ-ში ახალი ტურნირის წილისყრა გაიმართა - ფუტსალში ზამთრის თასი ქალთა შორისაც გათამაშდება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ზამთრის თასის გათამაშება ფუტსალში ქალთა შორისაც გადაწყვიტა და სადებიუტო სეზონის წილისყრა გამართა.

ტურნირი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება. გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც დასავლეთის და აღმოსავლეთის ჯგუფებში გადანაწილდნენ.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მომდევნო ეტაპზე ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდები გადავლენ. დასავლეთის ჯგუფის მატჩები ქუთაისში გაიმართება, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფი და ფინალური ეტაპი – თბილისში. გათამაშება სტარტს 15 თებერვალს აიღებს.

დასავლეთი

  1. ფენიქსი ზუგდიდი – გორი იუნაიტედი
  2. კოლხეთი ხობი – მართვე ქუთაისი
  3. ივერია ხაშური – რაჭა 2020
  4. ელიტა 2 – ქსკ ბათუმი

აღმოსავლეთი

  1. სამღერეთი – ეძანი
  2. სამეგრელო – ელიტა 2021
  3. ნორჩი დინამო – დინამო სოხუმი
  4. კვარტალი – დიდგორი