სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართება - მთავარი თემები ლიცენზირებას შეეხება #1TVSPORT
სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართება - მთავარი თემები ლიცენზირებას შეეხება #1TVSPORT

22 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. აღმასკომის წევრები 11:00 საათზე შეიკრიბებიან და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებზე იმსჯელებენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განსახილველი ძირითადი საკითხები საკლუბო ლიცენზირებას ეხება. პირველი საკითხი უეფა-ს საკლუბო შეჯიბრებში მონაწილეობისთვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულების 2021 წლის რედაქციის დამტკიცება იქნება.

ამას გარდა, კლუბებმა ლიცენზირება გაიარეს და 2022/23 და 2023/24 წლების სალიცენზიო ციკლებისთვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების შემადგენლობებს დაამტკიცებენ.

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება. ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის წევრები 11 მაისს შეიკრიბნენ.