სფფ-ს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა
სფფ-ს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სომეხ კოლეგებს უმასპინძლეს. სფფ-ს ცნობით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ მელიკბეკიანი, გენერალური მდივანი არტურ აზარიანი, აღმასკომის წევრი კარენ შაბოიანი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ელჩი, ვეტერანი ფეხბურთელი ხორენ ოგანესიანი იმყოფებოდნენ.

დელეგაციას სფფ-ის ხელმძღვანელები დახვდნენ – პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი.

შეხვედრაზე მეზობელი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობაზე ილაპარაკეს. კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.