სფფ-მ ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულს უმასპინძლა

19:57, 25.09.2018

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატის გამარჯვებულ „ნიკეს“ დღეს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლეს. სფფ-ს ხელმძღვანელობამ გუნდს წარმატება მიულოცა და ჩემპიონებს მედლებთან ერთად გარდამავალი თასი გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიის გარდა ფედერაციაში შეკრებილებმა ქალთა ფეხბურთში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზეც ისაუბრეს. დაისახა გეგმები სპორტის ამ სახეობაში გოგონათა ჩართულობის გასაზრდელად.

თბილისის „ნიკემ“ ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონობა მეჩვიდმეტე ტურის შემდეგ გაინაღდა. გუნდმა საკუთარ მოედანზე „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვებით „ნიკემ“ ქულათა რაოდენობა 44-მდე გაზრადა და პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე დაეუფლა ტიტულს.

მსგავსი