სფფ-მ ნუცუბიძის პლატოზე ახალი საფეხბურთო ცენტრი გახსნა #1TVSPORT
სფფ-მ ნუცუბიძის პლატოზე ახალი საფეხბურთო ცენტრი გახსნა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი გახსნა – ახალი სპორტული კომპლექსი ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში აშენდა. საფეხბურთო ცენტრის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძე გახსნეს. ახალ სპორტულ ცენტრში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა.

პროექტის ფარგლებში დააგეს ერთი სტანდარტული და ერთი მინი-მოედანი, მოეწყო ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც გასახდელებია განთავსებული, დამონტაჟდა განათების სისტემა. მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობდა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომავალზე გათვლილი პრიორიტეტია. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე გაიხსნა ლაგოდეხში, რუსთავში, ვარკეთილში, გლდანში, ვაკეში, ფოთში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქუთაისის აკადემიისა და დიდ დიღომის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.