სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაზე – ჟორდანია „დორტმუნდი“-„მანჩესტერ სიტის“ მატჩზე იმუშავებს #1TVSPORT

21:05, 25.10.2022

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე ქართველი სპეციალისტი იმუშავებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უეფა-ს დელეგატის სტატუსით G ჯგუფში ბაქარ ჟორდანია მიავლინეს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე, „დორტმუნდი“-„მანჩესტერ სიტიზე“ იმუშავებს.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფა-ს დელეგატის რანგში მუშაობს. საქართველოში კი გუნდების და სტადიონების ლიცენზირებაზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

„დორტმუნდი“-„მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა გერმანიაში, დორტმუნდში გაიმართება. მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი