სეზონისთვის მზადება სრულდება - ქართული გუნდები ბოლო საკონტროლო მატჩებს გამართავენ
სეზონისთვის მზადება სრულდება - ქართული გუნდები ბოლო საკონტროლო მატჩებს გამართავენ

ქართული გუნდები თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს ასრულებენ. „დინამო თბილისი“ უკვე დაბრუნდა და 21 თებერვალს დანიშნული საქართველოს სუპერთასისთვის ემზადება, თურქეთში მყოფი გუნდები კი შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩებს ჩაატარებენ.

ქობულეთის „შუქურამ“ მეოთხე ტესტ-მატჩი რუსეთის პირველი ლიგის ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 0:1.

16 თებერვალს, „საბურთალო“ თურქეთის შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩს, უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ „აგრობიზნესთან“ გამართავს. მატჩი ლარაში, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

წყალტუბოს „სამგურალმა“ კი მეექვსე საკონტროლო მატჩი დაგეგმა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ყაზახეთის პრემიერლიგაში შარშან დაწინაურებული ურალსკის „აკჟაიკი“ იქნება. შეხვედრა ბელეკში, თბილსის დროით 16:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის შემდეგ, „სამგურალი“ თურქულ შეკრებას დაასრულებს და სამშობლოში გამოემგზავრება.