სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმისა“ და სლოვენიური „მურას“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმისა“ და სლოვენიური „მურას“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩი სლოვენიურ „მურასთან“ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავსტრიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო. „შტურმმა“ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი „გლეისდორფთან“ 6:0 მოიგო, ხოლო გაბერსდორფში „მურასთან“ იოლი შეხვედრა აღარ ჰქონია.

გრაცელები მე-6 წუთზე როზგას გოლით დაწინაურდნენ. სლოვენიის პირველი დივიზიონის გუნდმა შესვენების შემდეგ ვიზინგერისა (56′) და პროლეტას (63′) ზუსტი დარტყმებით დაწინაურება მოახერხა – 2:1. „შტურმმა“ თამაში 90+2-ე წუთზე ჰორვატის გოლით გადაარჩინა.

გრაცის „შტურმი“ შეკრებაზე კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 9 ივლისს ჩეხურ „მლადა ბოლესლავს“ დაუპირისპირდება, 19-ში კი ორ ტესტმატჩს გამართავს: შუადღეს ავსტრიულ „ვოიცბერგს“ ეთამაშება, ხოლო საღამოს — „ჰამბურგს“. სეზონს კი 25 ივლისს ავსტრიის თასის მატჩით გახსნის.