სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი - „დინამომ“ ბოლნისში 3 გოლი გაუშვა და მაინც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი - „დინამომ“ ბოლნისში 3 გოლი გაუშვა და მაინც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩით დაიწყო – ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ „სიონმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და ორივე გუნდმა ჯამში 10 გოლი გაიტანა. „დინამო თბილისმა“ 7:3 მოიგო.

„დინამომ“ თამაში კარგად დაიწყო, რაშიც გადამწყვეტი როლი სტანისლავ ბილენკიმ ითამაშა – მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-18 წუთზე მისი გადაცემით უსმანე კამარამ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

21-ე წუთზე „დინამოს“ აკადემიის ყოფილმა მოთამაშე ნიკა ხორხელმა თბილისელთა კარი აიღო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მან ეს ძმის, ლუკა ხორხელის დახმარებთ მოახერხა. გავიდა კიდევ სამი წუთი და მისმა ძმამ, ლუკა ხორხელმა წონასწორობა აღადგინა.

„დინამომ“ უპირატესობა მალე ისევ მოიპოვა. 34-ე წუთზე სტანისლავ ბილენკიმ საჯარიმოში ისარგებლა მცველების უყურადღებობით „დინამო“ ულამაზესი გოლით დააწინაურა 3:2. 41-ე წუთზე კი გიორგი გაბედავამ პირველი ნახევრის შედეგი დააფიქსირა 2:4.

მეორე ტაიმიც უხვგოლიანი გამოდგა. ბილენკიმ ჰეთ-თრიქი დამატებულ დროში (90+2) შეასრულა, თბილისელებიდან თითო გოლით თავი საიმონ ბენიომ (50) და ბარნს ოსეიმ (57) გამოიჩინეს, ხოლო ბოლნისელებიდან გოლი თომა ტაბატაძემ (52) გაიტანა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა 22 ქულა დააგროვეს და გორის „დილას“ (22) გაუტოლდნენ, ხოლო ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (24) სხვაობა შეამცირეს. „სიონი“ კი 10 ქულით ისევ მე-9 პოზიციაზე დარჩა.