სეზონის შემდეგ „ლაციო“ ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება
სეზონის შემდეგ „ლაციო“ ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება

რომის „ლაციო“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტს შესთავაზებს „ჩელსის“ ფორვარდ ოლივიე ჟირუს, – ამტკიცებს „ტუტომერკატო“.

რომაელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები 33 წლის ფრანგთან და განიხილავენ პირადი კონტრაქტის დეტალებს. შეგახსენებთ, რომ ჟირუს მოქმედი ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2020 წლის ზაფხულში იწურება, რის შემდეგაც, ის თავისუფალი აგენტი გახდება.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ რვა მატჩი ჩაატარა „ჩელსის“ შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.

„ლაციო“ სერია A-ს 24 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. ის ლიდერ „იუვენტუსს“ ერთი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი