სეზონის პირველი მატჩი მსოფლიო ლიგაზე
სეზონის პირველი მატჩი მსოფლიო ლიგაზე

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის პირველი მატჩ გამართა. რეზო ჩომახიძის გუნდის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრები იყო. მატჩის პირველი მეოთხედი ქართველებმა მინიმალური ანგარიშის სხვაობით 0;1 დათმეს. მასპინძებმა კი მეორე მეოთხედში უპირატესობა საგნრძნობლად გაზარდეს და პირველი ტაიმი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 7:2 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კი მეტოქეს კიდევ 7 გოლი გაუტანა და შეხვედრა 14:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ზუკა რურუას ანგარიშზეა, ერთი კი დამირ ცრეპულიამ გაიტანა.

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია (1), იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა (2), მაგრაქველიძე, შუშიაშვილი, ადეიშვილი, რაზმაძე

მსოფლიო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ა ჯგუფში იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. რეზო ჩომახიძის გაწვრთნილი ნაკრები მსოფლიო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო მატჩს 11 თებერვალს თბილისში, ოლიმპიკის აუზზე გამართავს.