სეზონის პირველი „კლასიკო“ 26 ოქტომბერს გაიმართება #1TVSPORT
სეზონის პირველი „კლასიკო“ 26 ოქტომბერს გაიმართება #1TVSPORT

ცნობილი გახდა 2025-26 წლების სეზონში პირველი „კლასიკოს“ ზუსტი თარიღი.

„რეალი“ და „ბარსელონა“ ლა ლიგის მე-10 ტურში შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 26 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

გასულ სეზონში გუნდებმა ყველა ტურნირზე ოთხჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ოთხივე შეხვედრა „ბარსელონამ“ მოიგო ბურთების სხვაობით – 16:7.

ამ სეზონში „რეალი“ ექვსი ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერობს, „ბარსელონამ“ ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა და მას ხუთი ქულით ჩამორჩება.