სეზონის პირველი დუბლი და გაძევება - „დინამომ“ „ჩიხურა“ დაამარცხა
სეზონის პირველი დუბლი და გაძევება - „დინამომ“ „ჩიხურა“ დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა მატჩის დასაწყისშივე საჩხერელთა მცველის გაძევებამ მოახდინა – 33-ე წუთზე, თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ფრან კარბია „ჩიხურას“ მოთამაშე დავით მაისაშვილს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ საჩხერელთა მცველმა შეაჩერა – მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ეს ბოლო იმედის ჯარიმად ჩათვალა და მაისაშვილს წითელი ბარათი აჩვენა.

თბილისელებმა ამით ისარგებლეს და შეხვედრა სასურველ შედეგამდე მიიყვანეს – 43-ე წუთზე გუჯა რუხაიას პასით ანგარიში ეფექტური დარტყმით ლევან შენგელიამ გახსნა – 1:0. 47-ე წუთზე კი შენგელიამ უკვე ლევან კუტალიას გადაცემით ისარგებლა, ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლის ავტორი გახდა და „დინამომ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:0.