სეზონის პილოტი ლანდო ნორისი გახდა
სეზონის პილოტი ლანდო ნორისი გახდა

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის ჩემპიონატის პირველი ცხრა ეტაპის საუკეთესო პილოტის გამოსავლენად.

პირველი ადგილი ხმების 23 პროცენტით „მაკლარენის“ პილოტმა ლანდო ნორისმა დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა „ალფა ტაურის“ წარმომადგენელი პიერ გასლი – 18 პროცენტი. სამეულში მოხვდა სეზონის ლიდერი, „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი – 12 პროცენტი.

მიმდინარე სეზონში ნორისი მეოთხე ადგილზეა საერთო ჩათვლაში 65 ქულით.

დატოვე კომენტარი