სეზონის მატჩს ბათუმში უცხოელები განსჯიან, ფედერაციამ რუმინელი არბიტრები მოიწვია
სეზონის მატჩს ბათუმში უცხოელები განსჯიან, ფედერაციამ რუმინელი არბიტრები მოიწვია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურისა და სეზონის მთავარ შეხვედრას არა ქართველი, არამედ უცხოულ არბიტრთა ჯგუფი მოემსახურება. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო.

კვირას, 6 ოქტომბერს, 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება, სადაც ლიდერები, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ ითამაშებენ. ახლა ორივე გუნდი 61 ქულით ლიდერობს, გამარჯვებული კი, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცევა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უცხოელ არბიტრების ჩამოყვანა გადაწყვიტა. სამივე მათგანი რუმინეთიდანაა: მთავარი არბიტრი მარსელ ბირსანია, რომელსაც დაეხმარებიან ვლადიმირ ურზიკა და მიჰაილ გრიგორიუ. ქართველი მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი კი, მეოთხე არბიტრის როლში იმუშავებს.

დინამო ბთ – დინამო თბ

20:00. ანგისა – ბათუმი

მთავარი არბიტრი – მარსელ ბირსანი (რუმინეთი)

პირველი ასისტენტი – ვლადიმირ ურზიკა (რუმინეთი)

მეორე ასისტენტი – მიჰაილ გრიგორიუ (რუმინეთი)

მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი

ბათუმში იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც თამაშთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან სიახლესა და მოვლენას ადგილიდან გააშუქებს. ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი ანგისას საფეხბურთო ბაზაზე 20:00 საათზე დაიწყება.