სეზონის გაუქმების შემთხვევაშიც, მოთამაშეთა სტატისტიკა შენარჩუნდება

17:29, 19.04.2020

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვიცეპრეზიდენტმა ხოსე დელ ოლმომ აღნიშნა, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონი რომც არ დასრულდეს, ფეხბურთელების პირადი სტატისტიკა გათვალისწინებული და შენარჩუნებული იქნება.

„ტურნირები შეიძლება შეაჩერონ ან გააუქმონ არაორდინარული მიზეზით, როგორც დღეს ხდება, მაგრამ ყველაფერი, რაც აქამდე ჩატარდა, ოფიციალურია. ეს იყო ტურნირები რეგლამენტისა და კალენდრის მიხედვით.

ყველაფერი გათვალისწინებული იქნება: მესის მაჩვენებლებით დაწყებული, რეგიონალური ტურნირების მოთამაშეების მაჩვენებლებით დამთავრებული“, – თქვა დელ ოლმომ.

მსგავსი