სეზონის განახლების შემდეგ სერხიო რამოსს უფრო მეტი გოლი აქვს, ვიდრე მესისა და რონალდოს
სეზონის განახლების შემდეგ სერხიო რამოსს უფრო მეტი გოლი აქვს, ვიდრე მესისა და რონალდოს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „ლა ლიგას“ 34-ე ტურში სტუმრად „ბილბაოს“ წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.

ახლა რამოსის ანგარიშზე 12 გოლია ყველა ტურნირზე და ის სეზონში „რეალის“ მეორე ბომბარდირია ქარიმ ბენზემას შემდეგ.

საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სერხიო რამოსმა ხუთი გოლი გაიტანა. ის ამ მაჩვენებლით უსწრებს „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის, რომლებმაც, შესაბამისად, სამი და ოთხი გოლი გაიტანეს.