სეზონის განახლების შემდეგ „მილანმა“ 25 გოლი გაიტანა, ხოლო დაუმარცხებელი სერია ცხრა მატჩამდე გაზარდა

17:57, 19.07.2020

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში „მილანმა“ დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა „ბოლონია“. გოლები მეტოქის კარში გაიტანეს სალემაკერსმა, ჩალჰანოღლუმ, ბენასერმა, რებიჩმა და კალაბრიამ.

ამ გამარჯვების წყალობით, პიოლის გუნდმა სეზონის განახლების შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა 25-მდე გაზარდა, რაც სერია ა-ში შორის საუკეთესო შედეგია, იტყობინება „ოპტა პაოლო“.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ დაუმარცხებელი სერია უკვე ცხრა მატჩამდე გაზარდა და ამჟამად 56 ქულით მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში ის „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი სამშაბათს, 21 ივლისს გაიმართება.

მსგავსი