სეზონის განახლებამდე „რუსთავი“ ძლიერდება #1TVSPORT
სეზონის განახლებამდე „რუსთავი“ ძლიერდება #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის საშემოდგომო ეტაპს „რუსთავი“ განახლებული შემადგენლობით დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„რუსთავმა“ სეზონის განახლებისთვის მზადება 10 ივლისიდან დაიწყო. გუნდი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში შეკრებას და ამხანაგურ მატჩებს გეგმავს. ცნობილი იყო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს გოგი კულუამ, გურამ ლუკავამ, მიხეილ ქოჩაკიძემ და ზაქრო მირზაშვილმა.

რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება დასრულდა. საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ახალწვეული გამოცდილი მცველი გულვერდ თომაშვილი გახდა. მას სხვადასხვა წლებში, საქართველოს ასაკობრივ და ეროვნული ნაკრებში უთამაშია, ბოლოს კი „ბორჯომში“ ასპარეზობდა.

ამას გარდა, „რუსთავის“ ახალწვეულები არიან გიორგი გოცაძე და ჯუმბერ ხმელიძე. გოცაძე სხვადასხვა წლებში გამოდიოდა „რუსთავში”, მაგრამ ბოლოს „ზესტაფონში” თამაშობდა, ხმელიძე კი გუნდს ლანჩხუთის „გურიადან“ შეუერთდა. გუნდს დაეხმარება გაგა გაზდელიანი, რომელიც ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა.

მანამდე „რუსთავმა” კონტრაქტი გაუფორმა ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდა მოთამაშე მიხეილ ავალიანს და 34 წლის გამოცდილ მეკარე რევაზ თევდორაძეს, რომელიც გუნდს თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.