სეზონის განახლებამდე ბოლო სპარინგი - მიქაუტაძე „მეცის“ ძირითადში დამკვიდრდა #1TVSPORT
სეზონის განახლებამდე ბოლო სპარინგი - მიქაუტაძე „მეცის“ ძირითადში დამკვიდრდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის განახლებამდე ერთი კვირით ადრე, გიორგი მიქაუტაძის „მეცმასენტ-სიმფორიენის სტადიონზე ზაფხულში ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საზაფხულო ვარჯიშები დაასრულა.

„მეცი“ „სოშოს“ დაუპირისპირდა და ამხანაგურ მატჩში მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებიც სეზონს გახსნიან.

მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო მიქაუტაძე, რომელიც ფრანგულ კლუბს ბელგიურ „სერენში“ ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „სოშოსთან“ შეხვედრაში გამორჩეულად აქტიური იყო.

მეცმა“ ანგარიში მეორე წუთზე აბლი ჯალოუს გოლით გახსნა. ამის შემდეგ კლუბის პრესსამსახურის ცნობით – „პირველ ტაიმში ძალიან აქტიურმა ჟორჟ მიქაუტაძემ შეტევაში საკუთარი სიტყვა ინდივიდუალური მოქმედებით შეიტანა და კოლექტიურადაც ბრწყინვალედ მოქმედებდა“.

გიორგი სამჯერ დაემუქრა კარს, მაგრამ ჯერ „სოშოს“ მეკარემ კუთხურზე გადააგდო ბურთი, შემდეგ კი ქართველ თავდამსხმელს სიზუსტე დააკლდა, ერთხელ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრა მან ამ შანსით ვერ ისარგებლა. 83-ე წუთზე მიქაუტაძემ მოედანი დატოვა.

„მეცი“ სეზონს 30 ივლისს გახსნის – ქართველი თავდამსხმელის გუნდი საფრანგეთის ლიგა2-ის მატჩში „ამიენს“ უმასპინძლებს იმავე სენტ-სიმფორიენის სტადიონზე, სადაც ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა.