სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1 აგვისტოს დაიწყება
სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1 აგვისტოს დაიწყება

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) და მოთამაშეთა ასოციაციამ (NHLPA) დაამტკიცეს მიმდინარე სეზონის განახლების გეგმა. მატჩები 1 აგვისტოდან დაიწყება და სტენლის თასისთვის არა 16, არამედ 24 გუნდი იბრძოლებს – 12-12 საუკეთესო თითოეული კონფერენციიდან.

თავდაპირველად გამოქვეყნდა სტენლის თასის შესარჩევი ტურნირის 10-დღიანი კალენდარი. ამ ტურნირის ფორმატი ასეთია:

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში რვა-რვა გუნდი ოთხ-ოთხ წყვილად არიან დაყოფილნი. თითეული სერია სამ მოგებამდე იქნება და გამარჯვებული გუნდები პლეი ოფის ძირითად რაუნდში გადავლენ, სადაც მან თითოეული კონფერენციის ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი დახვდებათ. ამის შემდეგ, პლეი ოფის ტრადიციული ფორმატით გაგრძელდება.

აღმოსავლეთი კონფერენციის წყვილები:

პიტსბურგი (5)-მონრეალი (12)

კაროლინა (6)-რეინჯერსი (11)

აილენდერსი (7)-ფლორიდა (10)

ტორონტო (8)-კოლამბუსი (9)

დასავლეთი კონფერენციის წყვილები:

ედმონტონი (5)-ჩიკაგო (12)

ნეშვილი (6)-არიზონა (11)

ვანკუვერი (7)-მინესოტა (10)

კალგარი (8)-ვინიპეგი (9)

ამ სერიების პარალელურად, კონფერენციის ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში ჩაატარებს მატჩებს პლეი ოფის ძირითად რაუნდში განთესვის ნომრების გასარკვევად. აღმოსავლეთიდან უკვე გადასულები არიან პლეი ოფში – „ფილადელფია“, „ბოსტონი“, „ვაშინგტონი“ და „ტამპა ბეი“. დასავლეთიდან – „სენტ ლუისი“, „კოლორადო“, „დალასი“ და „ლას ვეგასი“. მათ ეს პატივი წილად ხვდათ შეწყვეტილი რეგულარული სეზონის შედეგების მიხედვით.

აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდები ტორონტოში ითამაშებენ, დასავლეთის – ედმონტონში.