სევილიური დერბი „სევილიამ“ მოიგო
სევილიური დერბი „სევილიამ“ მოიგო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი სევილიური დერბით განახლდა. 28-ე ტურის რანგში გამართულ მატჩში „სევილიამ“ 2:0 მოუგო „ბეტისს“ და გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარა.

ნომინალურმა მასპინძელმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ჯერ ლუკ დე იონგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა, შემდეგ კი ამ უკანასკნელის პასით ფერნანდომ გამოიჩინა თავი.

გამოსარჩევია ოკამპოსის მიღწევა – მან ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს „სევილიაში“ 2011 წელს ალვარო ნეგრედომ შეძლო.

ამ მოგებით „სევილიამ“ 50 ქულა დააგროვა და ხუთი ქულით დაშორდა მეხუთე ადგილს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.