„სევილიაში“ პირველად ითამაშებს შვედი ლეგიონერი #1TVSPORT
„სევილიაში“ პირველად ითამაშებს შვედი ლეგიონერი #1TVSPORT

„სევილიამ“ შვედეთის ნაკრებისა და „ვერდერის“ მცველის ლუდვიგ აუგუსტინსონის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ესპანურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აუგუსტინსონი პირველი შვედი ფეხბურთელია „სევილიას“ ისტორიაში, – იტყობინება გუნდის პრესსამსახური.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარიგების თანხამ 5.5 მილიონი ევრო შეადგინა.

აუგუსტინსონმა „ვერდერში“ ოთხი სეზონი გაატარა. მანამდე მან „გიოტებორგსა“ და „კოპენჰაგენში“ ითამაშა. მცველის ანგარიშზე 36 მატჩი და ორი გოლია შვედეთის ნაკრებში.