„სევილიას“ მეკარემ „ვალიადოლიდს“ ბურთი 94-ე წუთზე გაუტანა და გუნდი დამარცხებას გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემიონატის 28-ე ტურის მატჩში „სევილიამ“ „ვალიადოლიდთან“ ფრე ითამაშა -1:1.

ეს შეხვედრა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა „სევილიელთა“ მეკარის, ბონოს გოლი, რომელიც გოლკიპერმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე (94-ე) გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე „ვალიადოლიდმა“ „სევილიას“ კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს უგებდა.

„სევილია“ მეკარე ბონომ იხსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, შექმნილი არეულობით ისარგებლა და საკუთარი „კოლეგის“ კარი აიღო.

ლა ლიგას სატურნირო ცხრილში „სევილია“ მეოთხე პოზიციაზეა, „ვალიადოლიდი“ კი მე-16 ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი