„სევილიას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„სევილიას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სევილიას“ მცველს, ჟიულ კუნდეს კორონავირუსი დაუდგინდა, – იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

კუნდეს ტესტირება საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ჩაუტარდა და კოვიდ-19 დაუდასტურდა.

იტყობინებიან, რომ ახალგარზდა ფეხბურთელისთვის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ჟიულ კუნდე თვითიზოლაციაშია და საკუთარ სახლში მკურნალობს.

21 წლის მცველმა ახალ სეზონში „სევილიას“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა, რა თქმა უნდა, თანაგუნდელებთან და კლუბში მომუშავე პერსონალთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა მათგანი კორნავირუსზე ტესტირებას გაივლის.