პაბლო მაჩინი სევილიას მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. 43 წლის სპეციალისტის გუნდიდან დათხოვნა ევროპის ლიგაზე სევილიელთა წარუმატებელ ასპარეზობას უკავშიდება. მისი ადგილი ხოაკინ კაპაროსმა დაიკავა, სწორედ ის გაიყვანს გუნდს მოედანზე კვირას ესპანიოლის წინააღმდეგ მატჩში. კაპაროსის ასისტენტები კარლოს მარჩენა და ფრანსისკო გალიარდო იქნებიან.
მაჩინი სევილიაში 2018 წლის ივლისიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 50 შეხვედრა გამართა, აქედან 26 მოიგო, ცხრა ფრედ დასრულა, 15-ში კი დამარცხდა. ამ ეტაპზე გუნდი 40 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ევროპის ლიგას, სევილიელები ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთშნენ. მათ ჩეხური სლავიას ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს.
ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ პაბლო მაჩინსა და მის სამწვრთნელო გუნდს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.